Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსსა და დიბალას შორის პირველი შეხვედრა ჩაინიშნა

პაულო დიბალა გუშინ იტალიაში დაბრუნდა და მიმდინარე კვირის ბოლომდე მისი მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.

ლა ჯოიას მიმდიანრე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და გასული სეზონის მსვლელობისას მისი ტურინიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა, თუმცა გუნდში მაქს ალეგრის დაბრუნებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

SportMediaset-ის ინფორამციით, დიბალა, მისი აგენტი და იუვენტუსი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან და ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, მხარეების სურვილის გათვალისწინებით კი შეთანხმების მიღწევას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.