Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსსა და დონარუმას შორის მოლაპარაკებები დი მარციომაც დაადასტურა

ჯიჯო დონარუმას იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ხმები არ წყდება და მეტიც, ეს ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექპერტმა ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მინო რაიოლას შორის ჯიჯოს ტრანსფერზე ყოველდღიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტურინელებს შეთანხმების მიღწევა სეზონის დასრულებამდე სურთ, რომ შესაძლო კონკურენტების გამოჩენა თავიდან აირიდონ.