Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსსა და პოგბას წარმომადგენელს შორის შეხვედრა დასრულდა

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს პოლ პოგბას წარმომადგენელი რაფაელა პიმენტა მილანში ჩაფრინდა, სადაც იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალები საბოლოოდ შეათანხმა.

არაერთი წყაროს ინფორმაციით, პოგბას პსჟ იუვენტუსზე გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობდა, მაგრამ ფრანგმა ფეხბურთელმა თავიდანვე ბიანკონერი აირჩია და სხვა წინადადებები უარით გაისტუმრა.

პოგბა ტურინში დიდი ალბათობით ივლისსი დასაწყისში ჩაფრინდება და ვარაუდობენ, რომ მის ტრანსფერს იუვენტუსი 5-6 ივლისს გააოფიციალურებს.