Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები შეჩერდა

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მაურო იკარდის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩაიშალა.

ტურინელები ზამთარში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე არგენტინელი ფორვარდი იყო, თუმცა იუვენტუსს მისი იჯარით აყვანა სურდათ, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით, ასეთი ფორმულა კი პარიზელებს არ აკმაყოფილებთ და იკარდის ტრანსფერი იუვეში არც ამჯერად შედგება.

ტურინელები ფორვარდის ძიებას აგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით ისეთი ვარიანტის პოვნას, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ვერ ახერხებენ…