Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს არსენალის ახალგაზრდა ფორვარდი სურს

Don Balon-ის ინფორამციით, ტურინის იუვენტუსს არსენალიდან 19 წლის ფოლარინ ბალოგუნის გაფორმება სურს.

19 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეთოფეების 23-წლამდელთა გუნდში 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისი კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინელებს ფეხბურთელის გაფორმება უფასოდ შეეძლებათ.