Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ატალანტას შემტევი სურს

ბიანკონერი ცენტრალური ფორვარდის ძიებას განაგრძობს და ტურინელები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ტურინელების რადარზე ბოლო დღეებში ატალანტას კოლუმბიელი ფორვარდი ლუის მურიელი გამოჩნდა.

წყაროს მტკიცებით, იუვეს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს და ბერგამოელები მისი გაშვების წინააღმდეგი არ არიან, ოღონდ საპასუხოდ დეიან კულუსევსკის იჯარას ითხოვენ.

ჯერჯერობით იუვეს პასუხი უცნობია, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ცოტა დრო ეძლება კულუსევსკის, პირლომ შესაძლოა აღნიშნულ შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადოს.