Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ახალი წლიდან 2 უმნიშვნელოვანესი წევრი უბრუნდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ახალი წლიდან იუვენტუსის რიგებს ფედერიკო კიეზა და დანილო დაუბრუნდებიან.

იუვენტუსის პირველი მატჩი 2022 წელს 6 იანვარს, ნაპოლის წინააღმდეგ იქნება და მაქს ალეგრისთვის, რომელიც ოთხეულთან ჩამორჩენის შემცირებას გეგმავს, კიეზა-დანილოს დუეტის დაბრუნება ძალიან კარგი სიახლეა.

კიეზამ კუნთის ტრავმის გამო, რომელიც 27 ნოემბერს მიიღო, 7 მატჩი გამოტოვა, დანილოს გარეშე კი ტურინულ გრანდს 10 შეხვედრის გამართვა მოუხდა.