Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ბარსელონადან კიდევ ერთი ბრაზილიელი სურს

ბოლო პერიოდში იუვენტუსსა და ბარსელონას შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და არ არის გამორიცხული, რომ გუნდებს შორის კიდევ ერთი ტრანსფერი შედეს.

სეზონის სტარტზე ტურინელებს ბლაუგრანადან არტური შეუერთდა და Calciomercato-ს ინფორმაციით, ბებერ ქალბატონს ამჯერად კოუტინიო მოუნდა.

იუვენტუსს მიმდინარე სეზონში სტაბილურობის მხრივ ძალიან უჭირს და კოუტინიოსნაირი კრეატიული ფეხბურთელი შესაძლოა ზუსტად ის ნაწილი იყოს, რაც ტურინელებს აკლიათ.

წყაროს მტკიცებით, იუვენტუსს კოუტინიოს 18-თვიანი იჯარა სურს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, ესპანური მედია კი იმასაც ამტკიცებს, რომ შესაძლოა ბარსელონამ ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ტრანსფერში პაულო დიბალას ჩართვა მოითხოვოს.