Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ბერნარდესკის შენარჩუნება 2025 წლამდე სურს

იუვენტუსის რიგებში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, ფედერიკო ბერნარდესკი კვლავ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა და ბიანკონერის მისი კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

იტალიელი ვინგერის მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება და TuttoJuve-ს ცნობით, ბიანკონერი მზად არის ბერნარდესკის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

პრობლემა მისი ხელფასი გახლავთ. ამჟამად ის წლიურად 4 მილიონს იღებს, იუვეს ხელმძღვანელობას კი ამ თანხის შემცირება 2.5-3 მილიონამდე სურს, რითიც მისი აგენტი მინო რაიოლა კმაყოფილი არ არის.

რაიოლას იტალიაში უახლოეს პერიოდში ელოდებიან, სადაც მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ბერნარდესკი იქნება.