Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს გუნდის ლიდერები უბრუნდებიან

საშობაო პაუზის შემდეგ, იუვენტუსი ვარჯიშს ოთხშაბათს გააგრძელებს და მაქს ალეგრის ლაზარეთიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდებიან.

ბიანკონერი ახალ წელს ნაპოლისთან უმნიშვნელოვანესი მატჩით გახსნის, რომელიც 6 იანვარს არის ჩანიშნული და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ბიანკონერის განაცხადში პაულო დიბალა, ჯორჯო კიელინი და ფედერიკო კიეზა მოხვდებიან.