Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს გუნდში კიეზასთვის ადგილის გამონახვა უჭირს…

იუვენტუსის ინტერესი კიეზას მიმართ უფრო და უფრო მატულობს და ტურინელებს ფიორენტინასთვის შეთავაზებაც მზად აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, იუვე იებს კიეზას სანაცვლოდ 2-წლიან იჯარას შესთავაზებს, რომლის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში კი მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.

Tuttojuve-ს ინფორმაციით, ტურინელებს კიეზას დამატებამდე ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რომ მისი შესაძენი თანხა გამოიმუშაოს და გუნდში ადგილი გაათავისუფლოს.

იუვე დანიელე რუგანის, მატია დე შილიოს და დუგლას კოშტას გაყიდვას ცდილობს. რუგანის მსურველები არ აკლია და გავრცელებული ინფორმაციით, ნიუკასლი მზად არის, იუვეს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაუხადოს. დუგლას კოშტას ბოლო პერიოდში ვულვზს უკავშირებენ, მაგრამ ფეხბურთელს ეს პერსპექტივა არ მოსწონს და სხვა წინადადებას ელოდება.

დე შილიოს შეძენის სურვილი რამდენიმე ესპანურმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა კონკრეტული წინადადებით ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.

ყველაზე დიდი თავისტკივილი კი იუვესთვის სამი ხედირაა, რომელთანაც გუნდი კონტრაქტის გაწყვეტას უშედეგოდ ცდილობს და როგორც ჩანს, გერმანელი ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვამდე ტურინში დარჩება.