Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს გუნდში ნაპოლის დირექტორის ხილვა სურს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი სპორტული დირექტორის პოზიციაზე ნაპოლის კრისტიანო გიუნტოლის დანიშვნას გეგმავს.

გუნდიდან ფაბიო პარატიჩის წასვლის შემდეგ, იუვენტუსის სპორტული დირექტორის მოვალეობებს მისი ყოფილი მოადგილე ფედერიკო კერუბინი ითავსებს, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსს პარატიჩის ჩანცვლება გიუნტოლის კანდიდატურით სურს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი გიუნტოლისთან უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის ტურინულ გრანდს შეუერთდეს.