Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს გუნდში სასუოლოს დირექტორის ხილვა სურს

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯარაზე ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების გამო უკმაყოფილოა და მომავალში ასეთი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად გენერალურ დირექტორს ეძებს, დაახლოებით იმავე პოზიციაზე, რომელზეც ბეპე მაროტა გუნდის დატოვებამდე მუშაობდა.

ნიკოლო შირას ცნობით, ტურინელებს გუნდის მენეჯმენტში სასუოლოს დირექტორის ჯოვანი კარნევალის ხილვა სურთ, რომლის იუვენტუსში გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასული ზაფხულის პერიოდში იწერებოდა.