Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს დანილო 2 თვე დააკლდება

იუვენტუსმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელმა უკანახაზელმა დანილომ ადუქტორის ტრავმა მიიღო და მას დაახლოებით 8 კვირა გაუცდება.

„დიაგნოსტიკურმა ტესტებმა J|Medical-ში დაადასტურეს, რომ დანილოს ადუქტორის კუნთის საშუალო დონის დაზიანება აქვს.

„მის სარეაბილიტაციო პროცესს დაახლოებით 8 კვირა დასჭირდება.“

დანილო მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, მან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 1,175 წუთი გაატარა.