Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს

ჯორჯო კიელინის ტრავმა შესაძლოა იუვენტუსისთვის ძალიან დიდი პრობლემა გახდეს. ჩემპიონთა ლიგაზე ბიანკონერის კაპიტანი პირველ ნახევარში ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და მის მაგივრად მოედანზე მერიჰ დემირალი გამოჩნდა.

კიელინის სრული გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს, თუმცა იუვენტუსის სამედიცინო შტაბი შიშობს, რომ საქმე ტრავმის რეციდივთან გვაქვს და ფეხბურთელს მინიმუმ რამდენიმე კვირა გაუცდება.

მატიას დე ლიხტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მხარზე ოპერაცია გაიკეთა, ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა იუვეს დახმარებას უახლოეს ტურებში ვერც ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვე დაცვის ცენტრალურ ხაზში დიდი ალბათობით დემირალი – ბონუჩის იმედად იქნება.