Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს დე პაულის იჯარით გაფორმება უნდა

იტალიურ მედიაში იუვენტუსის ინტერესის შესახებ ატლეტიკოს ნახევარმცველის როდრიგო დე პაულის მიმართ საუბრები არ წყდება.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ტურინული გრანდი სეზონის ბოლომდე მოცდას არ აპირებს და არგენტინელის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

წყაროს ცნობით, იუვეს უდინეზეს ყოფილი ნახევარმცველის 6-თვიანი იჯარით გაფორმება უნდა, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, ატლეტიკო კი ჯერჯერობით არგენტინელის არენდით გასხვისებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს.