Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს დიბალას ჩანაცვლება სალაჰით სურს ?

იტალიური მედიის ინფორამციით, პაულო დიბალას მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ბიანკონერი მის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც იუვენტუსი განიხილავს, ლივერპულის ეგვიპტელი შემტევი მო სალაჰი გახლავთ.

წყაროს ინფორმაციით, კლოპსა და სალაჰს შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ეგვიპტელ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური არ გადაეცა, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს გამორიცხული არ არის.

სალაჰი კარიერის განმავლობაში რომას და ფიორენტინას რიგებში აქვს ნათამაშები და მას იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.