Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს დრო ეწურება…

სეზონის სტარტამდე ზუსტად 8 დღე რჩება, იუვენტუსს კი ცენტრალური თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ ჰყავს.

იგუაინის იუვენტუსიდან წასვლა ჯერჯერობით ოფიციალური არ არის, თუმცა პიპიტა ამერიკაში უკვე გაფრინდა, რომ მაიამის ინტერს შეუერთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსს ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავს…

სანამ იუვენტუსი სუარესის მოლოდინშია, გუნდი პარალელურად მის ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს და მათ რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა. ტურინელები ოლივიე ჟირუს კანდიდატს განიხილავენ…

34 წლის ჟირუს ჩელსისთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჩელსი მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს, ფეხბურთელს კი 2-წლიანი კონტრაქტი სურს, ანაზღაურების სახით კი სეზონში 4.5 მილიონი.

აქვე გეტყვით, რომ არკადიუშ მილიკი ტურინელებისთვის კვლავ აქტუალური გახდა. ნიკოლო ძანიოლოს ტრავმის შემდეგ, რომამ ედინ ჯეკოს გუნდიდან გაშვება გადაიფიქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიკის გაფორმება ჯალოროსისთვის პრიორიტეტული აღარ არის…

Leave a Reply

Your email address will not be published.