Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს ვულვზის გარემარბი სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვულვზთან ლაციოს ყოფილი ფეხბურთელის, პედრო ნეტოს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ ცნობილი აგენტის, ჟორჟე მენდეშის დახმარების იმედი აქვთ, რომელიც ფეხბურთელის ინტერესებს იცავს.

20 წლის ფეხბურთელი ლაციოში 2017 წელს, 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, 2019 წელს კი ვულვზმა ის 17.9 მილიონად იყიდა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.