Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ინტერის წინააღმდეგ დე ლიხტი და კუადრადო ვერ დაეხმარებიან

იუვენტუსს Supercoppa-ს მატჩში ინტერის წინააღმდეგ მატაის დე ლიხტი და ხუან კუადრადო დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან.

იმის გამო, რომ Supercoppa წელიწადში ერთხელ ტარდება, ის ცალკე ტურნირად არ განიხილება და სერია ა-ში მიღებული ყვითლები ან წითლები Supercoppa-ს შეხვედრაშიც მოქმედებს, ამის გამო დე ლიხტი და კუადრადო რომასთან მატჩში მიღებული ბარათების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან.