Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს კაპიტანი უბრუნდება

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კორონა ვირუსი დაამარცხა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება.

კიელინის კორონა ვირუსი 1 იანვარს დაუდასტურდა, რის გამოც მან ნაპოლის წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხა, თუმცა ბიანკონერისთვის საბედნიეროდ ვეტერანი უკანახაზელი დიდი ალბათობით რომასთან მატჩისთვის მზად იქნება, რაც ბონუჩის ტრავმის ფონზე გუნდისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.