Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს კაპიტანი უბრუნდება

იუვენტუსის კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ის მაქს ალეგრის განკარგულებაში ბრუნდება.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კუნთის ტრავმის გამო გუნდის დახმარებას სეზონის განახლების შემდეგ ვერ ახერხებს, თუმცა რომეო აგრესტის ცნობით, მან დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არიან პოგბა, ვლაჰოვიჩი და დე შილიოც, რომლებიც ნაწილობრივ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და დიდია ალბათობა, რომ ისინი მომდევნო მატჩისთვის იუვენტუსის განაცხადში ვიხილოთ.