Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს კიდევ ერთი ვარსკვლავის უფასოდ გაფორმება სურს

ბოლო წლებში ტურინის იუვენტუსმა უფასოდ არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი დაიმატა და როგორც ჩანს, ბიანკონერი გაჩერებას არ აპირებს.

TuttoSport-ის ინფორმაციით, ტურინელები ამჯერად მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავს, დავიდ ალაბას უმიზნებენ. ავსტრიელი ფეხბურთელის კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 8 თვის შემდეგ იწურება, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ და დიდი ალბათობით, 28 წლის ფეხბურთელი გერმანულ გრანდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

თუ ალაბა და ბაიერნი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, იუვენტუსს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყება უკვე იანვარში შეეძლება და არ არის გამორიცხული, რომ ალაბას კონტრაქტი ზამთარშივე შეათანხმოს.