Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

ატალანტასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ იუვენტუსს დანილოც გამოაკლდა.

Football Italia-ს მტკიცებით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თითი დაიზიანა და დიდი ალბათობით ის შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.