Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს კიეზა უბრუნდება

ფიორენტინასთან მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიანკონერისთვის ფედერიკო კიეზას მოედანზე ყოფნა.

იტალიური მედიის ინფორამციით, იტალიელმა შემტევმა ტრავმა მოირჩინა და ის მომდევნო ტურში უდინეზეს წინააღმდეგ ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნება.

თუმცა, იუვენტუსს პრობლემა ამჯერად დაცვის ხაზში შეექმნა. უდინეზეს წინააღმდეგ მიღებული ყვითელი ბარათის გამო ნიდერლანდელი უკანახაზელი ფრიულიანელების წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.