იუვენტუსს კუალიარელას დაბრუნება სურს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს სამპდორიას ფორვარდის ფაბიო კუალიარელას დაბრუნება სურს.
38 წლის ვეტერანი ბებერი ქალბატონის ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა და პირლომ ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად იცის. მისი კონტრაქტი სამპდორიასთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ფაბიოს იუვენტუსში დაბრუნება.
კუალიარელამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა, საერთო ჯამში კი სამპდორიას შემადგენლობაში 214 შეხვედრაში 93 გოლი დაუგროვდა.
იუვენტუსის მაისურით კუალიარელას 102 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 30 გოლის გატაან მოახერხა. მან იუვესთნა ერთად 3 სკუდეტო და 2 იტალიის სუპერთასი მოიგო.