Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ლოკატელის სრული ღირებულების გადახდა მოუწევს

გასულ სეზონში იუვენტუსის ყველაზე სუსტი წერტილი ნახევარდაცვა იყო და ბიანკონერიმ ამ პოზივიის გასაძლიერბლად მზადება უკვე დაიწყო.

ბიანკონერის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სასუოლოს მანუელ ლოკატელია, რომელსაც ტურინელებს უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკავშიებენ. იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსს ფეხბურთელის თანხმობა უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ნეროვერდისთან ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

Calcioemrcato-ს ცნობით, იუვემ ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვა სცადა, თუმცა სასუოლო ლოკატელის გაშვებას მხოლოდ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ აპირებს და სხვა წინადადებებს არც კი განიხილავს.