Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს ლოკატელის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, სასუოლოს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე იუვენტუსს კონკურენციას მანჩესტერ სიტი გაუწევს.

23 წლის ნახევარმცველი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება და მისი სახელი იუვენტუსს ბოლო პერიოდში არაერთხელ დაუკავშირეს. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტმა ბიანკონერის მხრიდან ინტერესზე ისაუბრა, თუმცა აქვე ლოკატელის სხვა გუნდში გადასვლა არ გამორიცხა.

წყაროს მტკიცებით, მილანის ყოფილი ფეხბურთელი პეპ გუარდიოლას პირადი მოთხოვნაა და ზაფხულში იუვენტუსსა და სიტის შორის არჩევნის გაკეთება სწორედ ლოკატელის მოუწევს.