Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ლოკატელის ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

მანუელ ლოკატელი უკვე დიდი ხანია, რაც იუვენტუსის რადარზე იმყოფება და ზაფხულში ბიანკონერი იტალიელი ნახევარმცველის გაფორმებას გეგმავს, თუმცა ტურინელებს სერიოზული კონკურენტები ეყოლებათ.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლოკატელის გაფორმების სურვილი კატალონისს ბარსელონამაც გამოთქვა, რომელიც ვეტერანი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს.

იუვენტუსის და ბარსელონას გარდა, ლოკატელის სახელი მანჩესტერ სიტისაც დაუკავშირეს, თუმცა თუ იტალიურ წყაროებს დავუჯერებთ, ლოკატელისთვის პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა…

გათიშვა