Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ლოკატელის ტრანსფერში კონკურენტები მოუმრავლდნენ

სასუოლოს ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა ბიანკონერის იტალიელი ნახევარმცველის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენტების დამარცხება მოუწევს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნეროვერდის ფეხბურთელის ტრანსფერზე ინტერესი იუვენტუსის გარდა ბოლო პერიოდში პსჟ-მ, მანჩესტერ სიტიმ, ჩელსიმ და შახტარმა დააფიქსირეს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის რეალში დაბრუნების შემდეგ, ლოკატელის მსურველთა სიას მადრიდის რეალიც შეუერთდა.

წყაროს ცნობით, ასეთი კონკურენციის გამო სასუოლო ფეხბურთელის სანაცვლოდ არა 40, არამედ უკვე 50 მილიონ ევროს ითხოვს…

გათიშვა