Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ლოკატელის ტრანსფერში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა…

SportItalia-ს ინფორმაციით, მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე პრეტენზია დორტმუნდის ბორუსიამაც გამოთქვა და გერმანელები მზად არიან, სასუოლოს მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ჯერჯერობით ლოკატელი იუვენტუსის წინადადების მოლოდინშია.

ალფრედო პედულას ცნობით, ლოკატელის ტრანსფერზე უკვე იუვენტუსი, დორტმუნდი და მადრიდის რეალი მუშაობენ, თუმცა იტალიელი ნახევარმცველისთვის პრიორიტეტი იუვენტუსია.

სასუოლო ლოკატელის გაყიდვას არ ჩქარობს და იმედოვნებს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელის ფასი გაიზრდება, იუვენტუსს კი მის გასაფორმებლად სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…