Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს მილიკის ფასდაკლებით გაფორმების იმედი აქვს

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლი იანვარში მილიკის გაყიდვას გეგმავს და მზად არის, ფეხბურთელი საკმაოდ დაბალ ფასად გაუშვას.

მილიკს პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს უმთავრდება და იმის გამო, რომ მან გუნდთან ხელშეკრულების გაფორმება არ მოისურვა, ნაპოლიმ ის დასაჯა და მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია.

ნაპოლი ზაფხულში პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვდა და ფეხბურთელში, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ერთ წელზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, ამ თანხის გადახდა არავინ ისურვა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაპოლი იანვარში 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონს ითხოვდა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, პარტენოპეი მზად არის ფეხბურთელი 10 მილიონის რადიუსში გაყიდოს, რაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს, იუვესთვის მიმზიდველი წინადადებაა.