Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს მურიელის ტრანსფერში კონკურენციას ინტერი გაუწევს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ატალანტას ფორვარდის ლუის მურიელის გასაფორმებლად იბრძოლოს.

30 წლის კოლუმბიელი ფორვარდი ატალანტას რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ უკვე აქტიურად იწერება.

მურიელი გასოლი დღეების განმავლობაში იუვენტუსს დაუკავშირეს, მაგრამ SportItalia-ს ინფორამციით, მისი გუნდში ხილვა სიმონე ინძაგისაც სურს და ბენეამატა ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება, თუმცა პირველ რიგში მათ ალექსის სანჩესის გუნდიდან გაშვება მოუწევთ.