Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს მწვრთნელების დათხოვნა 40 მილიონი დაუჯდა…

იუვენტუსმა ბოლო 3 სეზონში 3 მწვრთნელი გამოიცვალა და გუნდიდან მაურიციო სარისა და მაქს ალეგრის გაშვება 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

ბიანკონერიმ ალეგრი 2019 წელს, ზედიზედ 5 სკუდეტოს მოპოვების და ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალის შემდეგ გაუშვა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 სეზონი აკავშირებდა და იუვეს ამ თანხის გადახდა სრულად მოუწია.

ალეგრი გუნდში მაურიციო სარიმ შეცვალა, რომელმაც სკუდეტოს მოპოვების მიუხედავად გუნდი ერთ სეზონში დატოვა. იუვენტუსს მას შემდეგ სარის ხელფასის გადახდა უწევს და თვის ბოლოს კიდევ 2.5 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც გუნდს 5 მილიონს დაუზოგავს და კონტრაქტს ვადაზე ადრე გაწყვეტს.

IlBianconero-ს ცნობით, ბოლო 3 წელიწადში იუვენტუსმა დათხოვნილ მწვრთნელებს TAX-ებთან ერთად 40 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაუხადა…

გათიშვა