Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ნაპოლისთან მატჩის წინ საკადრო პრობლემები აქვს

იუვენტუსმა სერია ა-ს საწყის 2 ტურში მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხა და რა თქმა უნდა, ბიანკონერის ტიფოზები მომდევნო ტურში ბიანკონერისგან 3 ქულის აღებას ელოდებიან, მაგრამ ამის გაკეთება იუვენტუსს საკმაოდ გაუჭირდება.

ტურინელებს მომდევნო ტურში ნაპოლის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, თუმცა სანაკრებო პაუზის გამო იუვენტუსს შესაძლოა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დააკლდეს.

კუადრადო, დიბალა, ბენტანკური, დანილო და ალექს სანდრო სანაკრებო ბატალიებიდან იტალიაში ნაპოლისთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდებიან და არც ის არის გამორიცხული, რომ მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწიოთ.