Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს ორი მცველი დატოვებს

ტურინელები დანიელე რუგანისა და მატია დე შილიოს გუნდიდან გაშვებას აპირებენ და მსურველები ორივე მათგანს უკვე გამოუჩნდა.

საფეხბურთო სეზონი მთელს ევროპაში სულ მალე განახლდება და იტალიური გრანდი სერია ა-ს,იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის ტურნირებზე იბრძოლებს.

თუმცა მაურიციო სარის გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვს და ფინანსური კრიზისის გამო შემადგენლობის გასაძლიერებლად გუნდს ფეხბურთელების გაშვება მოუწევს,რომ ფინანსები მოიზიდოს.

CalcioMercato-ს ცნობით,დანიელე რუგანი და დე შილიო გუნდიდან წამსვლელთა სიას ლიდერობენ.რუგანის სამსახურით ფიორენტინა და რომა ინტერესდებიან,დე შილიოს შეძენის სურვილი კი კატალონიის ბარსელონამ გამოთქვა.

რუგანიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 შეხვედა ჩაატარა.მის პოზიციაზე იუვენტუსს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს,როგორებიცაა ჯორჯო კიელინი,ლეონარდო ბონუჩი,მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი და მათ ფონზე იტალიელი უკანახაზელი ღრმა სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრება.

დე შილიომ 12 თამაშის ჩატარება მოასწრო და ტრავმების მიუხედავად,ის ძირითადის ფეხბურთელად მაინც არ მოიაზრება,რაც მას არ აკმაყოფილებს და გუნდის დატოვება უნდა.