Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს პიანიჩის უფასოდ დამატება უნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაქს ალეგრის მოთხოვნით იუვენტუსი მირალემ პიანიჩის დამატებას უფასოდ გეგმავს.

ბოსნიელმა ნახევარმცველმა იუვენტუსი გასულ ზაფხულს დატოვა და ის კატალონიაში გადაბარგდა, სანაცვლოდ კი ბიანკონერიმ არტურ მელო მიიღო. ესპანეთში პიანიჩის კარიერა არც თუ ისე წარმატებულად აეწყო და ის რონალდ კუმანის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ბლაუგრანა მზად არის ფეხბურთელთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტოს, რაც გუნდს სეზონში 8 მილიონს დაუზოგავს.

პიანიჩის სახელს რომასაც უკავშირებდნენ, თუმცა ჟოზე მოურინიოს 31 წლის ფეხბურთელის ხილვა ჯალოროსის რიგებში არ სურს და იუვენტუსი მისი გაფორმების ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა მირალემს ბებერი ქალბატონის რიგებში დასაბრუნებლად ხელფასის მნიშვნელოვანდ შემცირება მოუწევს.