Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს პოგბას დაბრუნების შანსი გაუჩნდა ?

პოლ პოგბას იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნებასთან დაკავშირებით ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იწერება და გამონაკლისი არც ეს ზაფხული გახდა.

პოლს მანჩესტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც რამდენიმე თვის წინ მინო რაიოლამ განაცხადა, ფრანგ ფეხბურთელს წითელი ეშმაკების დატოვება სურს.

პოგბას ტრანსფერზე პრეტენზიას პსჟ აცხადებდა და მათი ფინანსების გათვალისწინებით, პარიზელები ფავორიტებადაც მოიაზრებოდნენ, თუმცა ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ლეო მესის გაფორმება პსჟ-ს ზედმეტად დიდი თანხა უჯდება და პოგბას გაფორმებაზე მუშაობას გუნდი ვეღარ მოახერხებს, რაც იუვენტუსის წისქვილზე ასხამს წყალს.

პოგბას ტრანსფერით გასულ ზაფხულს მადრიდის რეალიც ინტერესდებოდა, თუმცა გუნდიდან ზიდანის წასვლის შემდეგ მათთვის ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება პრიორიტეტი აღარ არის და შეიძლება ითქვას, რომ თუ პოლი მანჩესტერს დატოვებს, იუვენტუსი ფავორიტად მოიაზრება.