Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს პოგბას იჯარით აყვანა სურს

მას შემდეგ, რაც მინო რაიოლამ პოლ პოგბას მანჩესტერიდან წასვლა დააანონსა, ფრანგ ფეხბურთელს იუვენტუსს გამუდმებით უკავშირებენ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ, თუ როგორ მოახერხებს ტურინული გრანდი პოლის გაფორმებას.

Mirror-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლო პერიოდისთვის უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ ფორმულას ამზადებს. ტურინელებს ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა სურთ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ან ვალდებულებით.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მოითხოვს მანჩესტერი ფრანგის სანაცვლოდ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ისინი პოლში 4 წლის წინ გადახდილი თანხის დაბრუნებას ვერ მოახერხებენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, წითელი ეშმაკები პოგბას 50 მილიონ ევროდ შეელევიან.