Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს პოგბას ტრანსფერში კონკურენტი არ ეყოლება ?

ცოტა ხნის წინ Defensa Central-მა იუვენტუსის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლას კომენტარმა, რომელმაც განაცხადა, რომ პოგბა მანჩესტერში ბედნიერი არ არის და გუნდიდან წასვლა სურს, ყველასთვის ცხადყო, რომ ფრანგი ფეხბურთელი წითელ ეშმაკებს იანვარში ან სეზონის ბოლოს დატოვებს და მის სახელს მადრიდის რეალს და იუვენტუსს უკავშირებდნენ.

თუმცა, Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალს ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა, რასაც კორონა ვირუსის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაცია ემატება და ზიდანის მოთხოვნის მიუხედავად, სამეფო გუნდი პოლის ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს.