Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს პოგბას ტრანსფერში კონკურენტი გამოაკლდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ სეზონის ბოლოს იუვენტუსმა პოლ პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს, მნიშვნელოვნას გაიზარდა.

Marca-ს ინფორმაციით, პოგბას უფასოდ დამატების სურვილზე უარი მადრიდის რეალმა თქვა, რადგან კარლო ანჩელოტის სხვა პრიორიტეტული სამიზნეები ჰყავს.

რეალის გარდა, იუვენტუსის კონკურენტად პსჟ სახელდებოდა, თუმცა თუ სხვადასხვა გავლენიანი წყაროს ინფორმაციას დავუჯერებთ, ფრანგი ნახევარმცველის პრიორიტეტი კვალვ ტურინულ გრანდში დაბრუნებაა.