Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს სამპდორიას კიპერი სურს

ჯიჯი ბუფონის მომავალთან დაკავშირებული გაურვევლობის გამო, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, იუვენტუსი სათადარიგო კიპერის ძიებაშია.

Tuttomercato-ს ჟურნალისტის მარკო ცონტერიოს მტკიცებით, ბუფონის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსის პრიორიტეტული ვარიანტი სამპდორიას ემილ აუდერო იქნება, რომელიც სამპდორიაში გამორჩეულ სეზონს ატარებს. ის იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი გახლავთ.