Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს სანჩესის გაფორმება გაუჭირდება…

ბოლო დღეებში იუვენტუსს ლილის პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესი არაერთხელ დაუკავშირეს.

რამდენიმე წყარო ირწმუნებოდა, რომ რენატო სანჩესი მანუელ ლოკატელის პოტენციური ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს ბიანკონერის მისი გაფორმება გაუჭირდება.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის მტკიცებით, ლილის 23 წლის ფეხბურთელს ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ელოდება, რის შემდეგაც კარიერას ბლაუგრანას რიგებში გააგრძელებს.