Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს სტადიონის გახსნა სურს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა პიემონტის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას სტადიონის გახსნის თხოვნით მიმართა, რომ სამპდორიასთან მატჩზე 1000 ადამიანს დასწრების უფლება მისცენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდებს, რომლებსაც უსაფრთხოების პროტოკოლის შესრულება შეუძლიათ, მატჩებზე 1000 ადამიანის დაშვების უფლებას მისცემს, თუმცა ეს კანონი ძალაში 7 ოქტომბრიდან შედის.

იუვენტუსი იმედს არ კარგავს და არ არის გამორიცხული, რომ იუვემ სეზონის პირველი მატჩი მართალია მინიმალური რაოდენობის, თუმცა მაინც გულშემატკივრების თანხლებით გამართოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.