Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ტრაოტე შესთავაზეს

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჟორჟე მენდეშმა იუვენტუსს თავისი კლიენტის, ვულვზის ადამა ტრაორეს სამსახური შესთავაზა, თუმცა მის სანაცვლოდ ბიანკონერის 70 მილიონის გადახდა მოუწევს…

ანდრეა პირლო დიდი ალბათობით 4 – 3 – 3 სქემას აირჩევს და ტრაორე იუვეს მარჯვენა ფლანგისთვის შესანიშნავი შევსება იქნებოდა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დუგლას კოშტა დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

ტრაორეს გაფორმება ლივერპულს და მანჩესტერ სიტისაც სურთ, თუმცა მენდეშის და იუვენტუსის ხელმძღვანელობის კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით, თუ იუვე დუგლას კოშტასა და ბერნარდესკის გაყიდვას და 24 წლის ტრაორეს სანაცვლოდ 70 მილიონის გადახდას მოახერხებს, ესპანელი ფეხბურთელი კარიერას სწორედ იუვეში გააგრძელებს

Leave a Reply

Your email address will not be published.