იუვენტუსს შესაძლოა კიდევ 15 ქულა დააკლონ
Plusvalenza-ს საქმის პარალელურად, იტალიის ფეხბურთს ფედერაციის პროკურორი იუვენტუსის სახელფასო მანევრებსაც სწავლობს და არ არის გამორიცხული, რომ ტურინულ გრანდს კიდევ 15 ქულა დააკლონ.
საუბარი კორონა ვირუსის დროს, ფეხბურთელებისთვის გადასახადი ხელფასების გადავადებაზეა. პროკურორის მტიცებით, იუვენტუსმა ფეხბურთელებს არა 4, არამედ 1 თვის ხელფასის გადადება სთხოვა, 3 თვის ხელფასი კი საიდუმლო შეთანხმების გამოყენებით, გუნდის ხარჯებში აღრიცხვის გარეშე გადაიხადა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თუ მოსამართლემ იუვენტუსი დამნაშავედ სცნო, ტურინულ გრანდს შესაძლოა კიდევ 15 ქულა დააკლონ…