Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ჰაალანდის გაფორმება შეუძლია

ერლინგ ჰაალანდი დიდებული თამაშის ჩვენებას განაგრძობს და მისი გაფორმება რა თქმა უნდა უამრავ გრანდს სურს, გამონაკლისი არც ტურინის იუვენტუსია.

ეკონომიკური კრიზისის გამო, ჰაალანდის ღირებულების გადახდა ბევრ გუნდს არ შეუძლია, თუმცა ტურინის იუვენტუსი სურვილის შემთხვევაში მის გაფორმებას მოახერხებს.

იუვენტუსს ამისთვის კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა მოუწევს, რომლის სანაცვლოდაც 50-60 მილიონს არაერთი გუნდი სიამოვნებით გადაიხდის, პორტუგალიელის გუნდიდან წასვლით კი იუვე მისთვის გადასახდელ ხელფასს დაზოგავს.

კრიშტიანუ სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ სხვადასხვა გადასახადების დამატებით ეს თანხა სეზონში 60 მილიონამდე ადის, საერთო ჯამში კი იუვე რონალდუს გაყიდვით დაახლოებით 110 მილიონს მოაგროვებს.