Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსს ჰალკი მოუნდა

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი პორტოს ყოფილი ფეხბურთელის, ბრაზილიელი ჰალკის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც ამჯამად ჩინურ ლიგაში, შანხაი სიპგ-ს ღირსებას იცავს.

იუვენტუსს პრემიერ ლიგიდან ვულვზის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 6 გოლია, სეზონში ანაზღაურების სახით 2.4 მილიონ ევროს ითხოვს და მზად არის, ევროპაში სათამაშოდ დაბრუნდეს.

იუვენტუსი ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელების გაფორმებაზეა გადართული, თუმცა ამავდროულად გამოცდილი მოთამაშეებიც სჭირდება და ჰალკი ალვარო მორატას და რონალდუს კარგ დახმარებას გაუწევს.