Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს 23 წლის ტალანტის გაფორმება სურს

ფლორიან ნეუჰაუსი ბუნდესლიგის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია და ახალგაზრდა ნახევარმცველის გაფორმება სხვა რამდენიმე გუნდთან ერთად იუვენტუსსაც სურს.

ნეუჰაუსი ბოლო 2 სეზონის განმავლობაში გლადბახის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლავთ და გამოცემა 90Mins-ის ინფორმაციით, მისი ტრანსფერით იუვესთან ერთად მანჩესტერ სიტი, ლივერპული და ბაიერნი ინტერესდებიან.

ანდრეა პირლო იუვენტუსის ნახევარდაცვის ასპარეზობით უკმაყოფილოა და ზაფხულში ტურინელების მთავარი საზრუნავი სწორედ ცენტრის გაძლიერება იქნება.

ნეუჰაუსის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ევროა მითითებული და არ არის გამორიცხული, რომ იუვემ ამ პუნქტის ამოქმედება გადაწყვიტოს…