Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსში დაძაბულობა მატულობს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და დიბალას შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება.

ლა ჯოიას მიმდინარე სეზონში იუვენტუსის არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, რითიც ის უკმაყოფილო დარჩა და გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც ტურინელები აუტსაიდერ კროტონეს დაუპირისპირდნენ და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ, დიბალამ თავისი უკმაყოფილების შესახებ ფაბიო პარატიჩის აცნობა.

ანდრეა პირლომ მატჩის წინ განაცხადა, რომ დიბალამ გუნდთან ერთად მხოლოდ 10 წუთი ივარჯიშა და ის მოედანზე გასასვლელად მზად არ იყო, თუმცა როგორც ჩანს პაულო მაესტროს აზრს არ იზიარებს…